სერგეენკო მოხალისეებს რჩევას აძლევს – დაუშვებელია შორტებითა და მოკლემკლავიანი მაისურებით მუშაობა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებად ღია ცის ქვეშ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ასახელებს და სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს რჩევას აძლევს.
„პირველ რიგში, საფრთხეების სწორ ცოდნაში გამოიხატება სიფრთხილის დაცვა. ჩაცმულობა უნდა იყოს ისეთი, რომ სხეულის მაქსიმალური რაოდენობა იყოს დაფარული. დაუშვებელია შორტებითა და მოკლემკლავიანი მაისურებით მუშაობა. უნდა გაიკეთონ ნიღბები, რომლითაც სამინისტრო ადგილზე უზრუნველყოფს. აუცილებელია ხელების დაბანა კვების წინ და თუ მიიღეს თუნდაც მარტივი განაკაწრი, მიმართონ ექიმს“,-განანცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ სამედიცინო მომსახურება უფასოა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა, ადგილზე მომუშავეებს ურჩევს, სასმელად ბოთლის წყალი გამოიყენონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები