სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18 -მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა შტაბის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოჩენილია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი, რომელიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.
„18 მდე გაიზარდა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. ნაპოვნია კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც უგზო უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ეს არის 1959 წლის 6 დეკემბერს დაბადებული ნოზაძე სულიკო დიმიტრის ძე. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ამ დროისთვის უგზო უკვლოდ დაკარგულად 4 პირი მიიჩნევა“, – აგანაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები