ირაკლი ღარიბაშვილი: ზურაბ გურიელიძის დაკავებაზე საუბარი სპეკულაციაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე საუბარი სპეკულაციაა.
ამის შესახებ მან საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
“მინდა ვუპასუხო სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ბატონი ზურას დაკავებას გეგმავს ხელისუფლება. ეს არის აბსურდი და ამაზე საუბარი არის პროვოკაცია, მცდელობა ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. მე დღეს აქ ვიხილე “ნაციონალრი მოძრაობის” წევრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება შეძლეს და რომლებიც შეეცადნენ სხვა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. ეს არის ყოვლად ამორალური და უზნეო საქციელი. მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდო, რომ კრიზისულ სიტუაციაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან და არა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები