სოფელ დიღომში მდინარე დიღმულას დამცავი ჯებირების აღდგენა იგეგმება

 

სოფელ დიღომში მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დემეტრე პირველის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოებს კოორდინაციას საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლები უწევენ.

დიღომი-ვაშლიჯვრის საუბნო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ყურაშვილის თქმით, მდინარე დიღმულას ადიდების შედეგად ოთხი ოჯახი დაზარალდა. მოსახლეობის ეზოები სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება.

“მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიამ ოთხი ოჯახი დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ დამცავი ჯებირები შეანგრია და მოსახლეობაში შევარდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს შლამისგან გაწმენდითი სამუშაოები. დასუფთავების სამუშაოების დასრულების შემდეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, დამცავი ჯებირის აღდგენა იგეგმება”, – განაცხადა დავით ყურაშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მდინარე დიღმულა 13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა. მდინარემ დამცავი ჯებირები სოფელ დიღომში, თამარ მეფისა და დემეტრე პირველის ქუჩების მიმდებარედ გაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები