გამოცდების ეროვნული ცენტრი თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში.

“შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში.

გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს“-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები