საკრებულოს წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ, ფრაქციის წევრებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

თბილისის საკრებულოს პრესსამსაცურის ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, გარდაცვლილთა ოჯახებში მივიდნენ და მათ ნათესავებსა და ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადეს.

„კიდევ ერთხელ მივუსამძიმრეთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს ჩვენი საერთო უბედურებაა. ვუსამძიმრებ, ტრაგიკულად დაღუპული თანამოქალაქეების ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები