კახა კალაძე: უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!

მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წერს.
“ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ, დილას დატრიალებული ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ – უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია. უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს! როცა ხდება ასეთი მასშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია. ვწუხვარ, კიდევ ერთხელ სამძიმარი დღეს დაღუპულს“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები