ზურაბ გურიელიძის დაკითხვას საიას ადვოკატი ესწრება

ზურაბ გურიელიძის პროკურატურაში დაკითხვას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მათი ადვოკატი ესწრება.
დღეს, 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა. საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. დღეს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ვეფხვი 43 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები