ვეფხვის კვალი ფალიაშვილის 48 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აღმოაჩინეს

ფალიაშვილის ქუჩაზე ამ წუთებში კინოლოგებთან ერთად სამაშველო სამსახურის, მერიის და ზოოპარკის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი,- ამის შესახებ „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ვეფხვის კვალი ფალიაშვილის 48 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ძაღლის საშუალებით იქნა აღმოჩენილი. ამავე ეზოში ბავშვთა მცირე კარუსელები და მცირე სკვერია.

„კვირას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტრანკვილიზატორებით არიან აღჭურვილნი. რამდენიმე თვითმხილველი კი მოცემულ მომენტში დაკითხვაზეა გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება. სამძებრო სამუშაოები ფალიაშვილის ქუჩაზე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები