ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინაცია უფასოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში და ასევე, ტაშკენტის 10 ნომერში მდებარე იმუნიზაციის ცენტრში.

“ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის N10-ში და მუშაობს 24- საათიან რეჟიმში. სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.

შეგახსენებთ, რომ ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ სამინისტროს „ცხელ ხაზზე“- 1505″, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები