ზურაბ გურიელიძე: ამ დროისთვის ერთ პატარა ვეფხვს და ზოლებიან აფთარს ეძებენ

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ერთ პატარა ვეფხვს და ზოლებიან აფთარს ეძებენ. აღნიშნული განცხადება მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უცნობია, ეს ცხოველები დაიღუპნენ თუ გაიქცნენ.
ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ის აცნობიერებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მტაცებელი ცხოველები საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენდნენ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია გაავრცელეს და ჩათვალეს, რომ საფრთხე აღარ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები