ბიძინა გიორგობიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში კიდევ ერთ ვეფხვს ეძებენ

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქში კიდევ ერთ ვეფხვს ეძებენ.

როგორც ბიძინა გიორგობიანმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ერთი ვეფხვი დღეს იქნა ლიკვიდირებული, ხოლო მეორე ვეფხვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გიორგობიანისთვის უცნობია, დაკარგული ვეფხვი ცოცხალია თუ მკვდარი.

ბიძინა გიორგობიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სამძებრო სამუშაოებს. რაც ვოლიერები გაწმინდეს, აღმოჩნდა, რომ აკლდა ორი ვეფხვის ლეში. ერთი ვეფხვი დღეს იქნა ლიკვიდირებული, ხოლო მეორე ვეფხვი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. არ შემიძლია გადაჭრით ვთქვა, დაკარგული ვეფხვი ცოცხალია თუ არა. შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან სამძებრო, ასევე გაწმენდით სამუშაოებში“, – განუცხადა “კვირას“ ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები