გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადაზე მოძრაობა მხოლოდ ორ პანდუსზეა აკრძალული

გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადაზე მოძრაობა ამ დროისთვის მხოლოდ ორ პანდუსზეა აკრძალული. ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია თამარ მეფის გამზირიდან ვარაზისხევზე ასასვლელ, ასევე კოსტავას გამზირიდან ვარაზისხევზე გამავალ პანდუსებზე.

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულ პანდუსებზე მოძრაობა მხოლოდ სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ტექნიკას შეუძლია, რათა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოახდეს.

მისივე განმარტებით, გმირთა მოედანზე, ასევე ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ზოოპარკის ტერიტორიიდან გამოაქვთ სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს მიერ ჩამოტანილი შლამი და სხვა სახის ნარჩენები.

რაც შეეხება წყლის მაგისტრალურ მილს, რომელიც გამთენიისას დაზიანდა, თბილისის მერის თქმით, მისი შეკეთება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები