თსუ მარიამ ქუთელიას და ივლიტა ჯიბუტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, მარიამ ქუთელიას და ივლიტა ჯიბუტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„კიდევ ერთი ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის – ივლიტა ჯიბუტი! სამდღიანი ძებნის შემდეგ დღეს მისი დაღუპვის ფაქტი დადასტურდა. თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორი სტუდენტი მარიამ ქუთელია და ივლიტა ჯიბუტი გარდაიცვალა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია თსუ-ს სამძიმრის წერილში.