ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან

მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ 6 მოქალაქეს. მათ შორის ბექა ბათურიშვილია. ის 13 ივნისს მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა.
„მეგობრები ელოდებოდნენ იმ ღამით. ცოტა რომ დააგვიანდა, მეგობრებმა მოსაკითხად დაურეკეს. 42 წუთის შემდეგ ბექას ტელეფოინი უკვე აღარ პასუხობდა. იმის მერე ბექა აღარ ჩანს“, – ამბობს ლაშა ბათურიშვილი.
გარდაცვლილებს შორის, არის 25 წლის ლიზა ზარანდიაც. მისი და ინდირა ზარანდია უკვე ხობში გადაასვენეს. მაშველები კიდევ ერთ ახალგაზრდას, სერგო კაპანაძეს ეძებენ, რომელიც 13 ივნისს დებ ზარანდიებთან ერთად იმყოფებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ სტიქიის შედეგად დაკარგულთა ვინაობა გამოაქვეყნა. უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა სია:

1. ელიზა მალხაზის ასული ზარანდია, დაბ.: 16/10/1989;

2. ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, დაბ.: 16/08/1961 ;

3. ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, დაბ.: 28/08/1981;

4. სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, დაბ.: 01/03/1984;

5. სულიკო დიმიტრის ძე ნოზაძე, დაბ.: 06/12/1959;

6. ივანე იოსების ძე გელაშვილი, დაბ.: 09/02/1961

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები