სვანიძის ქუჩაზე ჩახერგილი შესახვევის ხეებისგან გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობდა

სვანიძის ქუჩაზე სახლების პირველი სართულები გაწმენდილია და ამინდის გაუარესებამდე სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა.
პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობდა ჩახერგილი შესახვევის ხეებისგან გაწმენდა. ჩატარდა ექსპერტიზა შენობების მდგრადობაზე. მუშაობა მიმდინარეობდა იმ სახლებში, რომლებიც დღეს გაიწმინდა.
მდგრადობაზე პირველადი შეფასება მზად დღის ბოლომდე იქნება. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში ქუჩა სრულად გაიწმინდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საავტომობილო მოძრაობის აღდგენა.
აქტიურად მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები ვერის ორივე ნაპირზე. სამუშაოებში ჩართული იყო 100 სამხედრო, 30 სპორტსმენიდა 200 მოხალისე. სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა დაკარგული, დაზიანებული და ავარიული ქონების აღწერა. ამ დროისთვის, ყველა დაზარალებული განთავსებულია სასტუმროებსა და კერძო სახლებში. დაზარალებულია 400-მდე პირი, რომლებიც 10 სასტუმროსა და 10 კერძო სახლში გადანაწილდნენ. მოსახლეობა უზრუნველყოფილია საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, მედიკამენტებით და საბავშვო პროდუქტებით. ყველა სასტუმროში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდენ მოხალისეები, რომლებიც დაზარალებულებთან გასაუბრების შედეგად აღწერდენ მათ საჭიროებებს და ხდებოდა შეგროვებულიპროდუქტების გადანაწილების ოპტიმიზაცია.
ბიზნესჯუფებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააკეთონ საზაფხულო სკოლები და მოაწყონ ექსკურსიები დაზარალებული ბავშვებისთვის.
საბურთალოს რაიონის გამგეობაში კი სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად საჭირო ნივთები, საკვები და პირადი მოხმარების ნივთები მთელი დღის განმავლობაში შედის.
კომპანია ბორჯომისგან – 480 ბოთლი ბაკურიანი და 300 ბოთლი მიტარბი; დასუფთავების სამსახურისგან – საკვები პროდუქტი; ასევე, 50 ყუთი ჰიგიენის ნივთები; შპს „გეოპლატისგან“ – ჩაი „გურიელი“ – 12 ყუთი შევიდა.
დაზარალებულებს დახმარება უწევენ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, ხათუნა გედევანიშვილის მიერ – ლეიბები, საბნები, პირსახოცები და ჰიგიენური საშუალებები; ასევე, „ნიკორას“ პროდუქცია და ვაუჩერები. საკვები გადანაწილდა სასტუმროებში – „ლევილი“, „ხიბლი“, თელა“.
გამგეობას გადაზიდვაში ეხმარება სტრანსპორტო კომპანიის მიერ გამოყოფილი ავტობუსი. სასაწყობო ფართი კი გამგეობას კომპანია „მაგთივინმა“ გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები