ადამიანი, რომელმაც სტიქიის დაწყება სვანიძის ქუჩის მოსახლეობას შეატყობინა

ადამიანი, რომელმაც თბილისში სტიქიის დროს სვანიძის ქუჩის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაღუპვისგან გადაარჩინა – თსუ-ს  დაცვის  და უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომელი ლაშა იობაშვილია. ის 13 ივნისის ღამეს თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიურ ლაბორატორიაში იმყოფებოდა,  სტიქიის დაწყებამდე,  ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ელექტროფანრით დაიწყო ტერიტორიის შემოწმება.
„დაახლოებით პირველის თხუთმეტ წუთზე გავიგონე ძლიერი ხმაური, დავინახე – მოდიოდა მთა მდინარესთან ერთად. გავირბინე სწრაფად 15 მეტრი, ჩავჯექი საკუთარ ავტომობილში და თანამშრომლებთან  – ივანე მეურმიშვილთან და  უჩა რაზმაძესთან ერთად  წავედი სვანიძის ქუჩისკენ, სიგნალითა და ყვირილით გავაღვიძეთ მოსახლეობა“, -აცხადებს „ფორტუნასთან“  იობაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ხმაურზე გაიღვიძა ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილმა და მოსახლეობის გაღვიძება ერთობლივი ძალებით შეძლეს.
ელექტროენერგიის უქონლობის გამო ბნელ ქუჩებს სახლებიდან გამოსულ მოსახლეობას თსუ-ს დაცვის თანამშრომელი გზას მანქანის ფანრებით უნათებდა.

წყარო: http://fortuna.ge/news_inner.php?news_id=14272

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები