ბაგებში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

ბაგებში კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ხევი გადაკეტა. შემთხვევის ადგილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე იმყოფებიან.
“ჩამოიშალა კლდის მნიშვნელოვანი ნაწილი, კლდის ჩამოშლამ შეიძლება მდინარე დააგუბოს, ამიტომ მაქსიმალურად სრული შემადგენლობით ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა”, – აღნიშნა თემურ მურღულიამ.
ბაგების ხევში ჩამოშლილ კლდესთან ახლოს რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები