მიწაში ჩამარხულ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანაში ცხედრები არ აღმოჩნდა

მზიურის პარკში, მიწაში ჩამარხულ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანაში ცხედრები არ აღმოჩნდა.
ამის შესახებ “კვირას” 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა აღნიშნულ ავტომობილში ცხედრები ყოფილიყო.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ადიდებულმა წყალმა იმ დროს წაიღო, როდესაც გაჩერებულ მდგომარეობაში იყო და რა დროსაც მასში მედპერსონალი არ იმყოფებოდა.
ცნობისთვის: „მზიურში“ მიწაში ჩაფლული სასწრაფო – დახმარების მანქანა მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები