ლევან მაჭავარიანი მძღოლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომანქანებით სარგებლობისგან

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საზოგადოების წევრებს მოუწოდებს, რომ ხვალიდან უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომანქანებით სარგებლობისგან.
„გასაგები მიზეზების გამო, ქალაქში აკრძალულია მოძრაობა მთელ რიგ ცენტრალურ ქუჩებზე. კერძოდ, იმ ქუჩებზე, რომლებიც ესაზღვრება მდინარე ვერეს ხეობას. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო მძღოლებს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომანქანებით სარგებლობისგან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას გმირთა მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა, ის არ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები