მინდია ჯანელიძე: დაღუპულთა რაოდენობამ 13 ადამიანი შეადგინა

დაღუპულთა რაოდენობამ 13 ადამიანი შეადგინა – ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხოლო დაკარგულთა რიცხვი 9-მდე შემცირდა.
როგორც მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წვიმის შემთხვევაში მიღებულია უსაფრთხოების ზომები.
“გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დღეს გაიხსნება, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები სანაპიროზეც. რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩას, დღეს ღამისთვის ფინალური ზომები იქნება მიღებული, რომ ეს ქუჩა მთლიანად გაიხსნას. ასევე ვგეგმავთ, რომ დიდი დიღმის მიმართულებით გაიხსნას მარჯვენა სანაპირო. წვიმას ვარაუდობენ, მაგრამ ისეთი ძლიერი წვიმა, როგორიც იყო, არ გვაქვს პროგნოზის მიხედვით. მიღებული იქნება უსაფრთხოების ნორმები. როგორც გუშინ, დაბინდებისას, სამუშაოები შეწყდება დღესაც. მოწყვლადი ადგილები, სადაც შეიძლება მდინარე დაემუქროს ადამიანს, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. თუმცა, ევაკუაცია ასეთი ადგილებიდან უკვე გაკეთებეულია”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები