სასწრაფოდ: ავაზა წერეთლის გამზირზე გაჩერებულ მანქანას დაახტა, შემდეგ კი გაიქცა
ზოოპარკიდან გაქცეული ავაზა, რამდენიმე წუთის წინ წერეთლის გამზირრზე შენიშნეს. როგორც “კვირას” თვითმხილველმა – პრობლემური აქტივების ბიუროს თანამშრომელმა განუცხადა, ცხოველი წერეთლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და გაჩერებულ მანქანას დაახტა, შემდეგ კი გაიქცა.
მისივე განცხადებით, ავაზა “დიდუბე პლაზას” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა. თვითმხილველის თქმით, მან ცხოველი მაშინ შენიშნა, როდესაც სამსახურიდან გამოდიოდა.