საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი და ახალგაზრდა ადვოკატები ევროპის პარლამენტს დახმარებისთვის მიმართავენ

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი და ახალგაზრდა ადვოკატები დღეს ევროპის პარლამენტს თბილისის დახმარების თხოვნით მიმართავენ.
ახალგაზრდა პარლამენტარების ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა და ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენლები ევროკავშირის 5 პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერებს თბილისის დახმარების თხოვნით წერილით მიმართავენ.
წერილის ადრესატები: არიან ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერი – Manfred Weber, „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის ლიდერი – Gianni Pittella, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“, ჯგუფის ლიდერი – Guy Verhofstadt, „მწვანეთა პარტიის“ ჯგუფის ლიდერი – Philippe Lamberts და ევროპის კონსერვატორების ჯგუფის ლიდერი – Syed Kamall.
დღესევე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი პირადად შეხვდება ევროპის პარლამენატარებს – სანდა კალიენტეს, იარომირ შტეტნინას, სარიუს ვოლსკის, ტუნე კელამს და ა.შ რათა განხილულ იქნას შესაძლებლობა სპეციალური ფონდის შექნის თაობაზე ტრაგედიით თბილისის დაზარალებულთათვის და საქართველოს მთავრობისათვის.
როგორც “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ამ მძიმე წუთებში, მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა, რომელიც დაზარალებულ და გარდაცვლილთა ოჯახებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა იქნება მაღალი სამოქალაქო მხარდაჭერის მაგალითი, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მუდმივად გამოხატავს. ამ მიმართულებით,მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და თანადგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები