ვერეს ხეობაში მდებარე სკოლას, რომელიც განადგურდა, თამარ სანიკიძე ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ. რაც შეეხება სკოლას, მის ინფრასტრუქტურას სრულიად განადგურებულია. თამარ სანიკიძე სკოლის ხელმძღვანელობას ალტერნატიული შენობის გამონახვაში დახმარებას დაჰპირდა. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია სკოლამ ახალი სასწავლო წლიდან მცირედი დანახარჯით სწავლის პროცესის განახლება შეძლოს.
„მომავლის სკოლა” თბილისში 1992 წელს დაარსდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერლ და ჯენეტ თრითების მიერ, რომლებიც დღემდე კურირებენ სკოლას. მსგავსი სკოლები ფუნქციონირებენ მსოფლიოს 145 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, ინგლისში, ავსტრიაში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და ა.შ. სკოლაში სასწავლო პროცესი ინგლისურ და ქართულენოვან სექტორებად იყოფა. თბილისის “მომავლის სკოლა” კურსდამთავრებულებს 1999 წლიდან ითვლის. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლასა და მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა სასწავლებლებში. ამჟამად სკოლაში სწავლობს 300-მდე მოსწავლე, მათ შორის უცხოენოვანი მოსწავლეებიც არიან.

11301466_913993998644480_1835297683_n

11304192_913993965311150_1929883448_n

11330455_913993988644481_167642651_n

11414493_913993978644482_2054099571_n

11422742_913993945311152_215791222_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები