გარემოს დაცვის სამინისტრო კახეთში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო კახეთში, ყვარელში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირზე მეწყერული პროცესები განვითარდა, თუმცა მდინარის გადაკეტვა არ დაფიქსირებულა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს.
„ყვარლის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირზე ადგილი ჰქონდა მეწყერულ პროცესებს, თუმცა მდინარის გადაკეტვა არ დაფიქსირებულა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ვეტმფრენით შევიდა ხეობაში და ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს“, – აღნიშულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები