112 მოსახლეობას თხოვნით მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, „ცხელ ხაზზე“ ნუ დარეკავენ.
როგორც ცენტრის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა განაცხადა, ზარები იმასთან დაკავშირებითაც კი შედის, როდის გაიხსენება საცობი.
„შემოდის ინფორმაციები, მაგალითად, ნიანგთან დაკავშირებით, იპოვეს თუ არა, ან რამდენ ხანში გაიხსნება საცობი, ასეთ შემთხვევებზე ნუ დაგვირეკავენ, ვინაიდან იტვირთება ხაზები და ვეღარ გვიკავშირდებიან ის მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება და ამან შეიძლება რამე ცუდი შემთხვევა გამოიწვიოს. ვთხოვ მოსახლეობას, რომ დაგვირეკონ მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როცა ნამდვილად სჭირდებათ დახმარება.
ასევე, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს 112 ზარებს არ პასუხობს, ნუ ავრცელებენ ინფორმაციებს, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ“,-აცხადებს 112-ის დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები