პუტინმა თბილისში დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თბილისში წყალდიდობის დროს დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ყველას, ვინც თავისი ახლობლები და ნათესავები თბილისში სტიქიური უბედურების დროს დაკარგა. გარდა ამისა, ის ყველა იმ ადამიანს თანაუგრძნობს, ვინც საცხოვრებელი დაკარგა“, – განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ საქართველოს უკვე შესთავაზა დახმარება სტიქიური უბედურების აღმოფხვრის საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები