რიჩარდ ნორლანდი, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად სვანიძის ქუჩაზე მივიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად სვანიძის ქუჩაზე მივიდა.
„დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მოვედით სვანიძის ქუჩაზე, რათა პირადად გვენახა მდინარის ადიდების შედეგად დატბორილი ტერიტორია. სტიქიამ უზარმაზარი ზარალი მოუტანა ქალაქს. ამ დრომდე ვიღებთ ინფორმაციას, ვითარების შესახებ. ვხედავ, რომ ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ჩვენ მაინც შევთავაზეთ მოხალისეების დახმარება ჩვენი საელჩოდან. შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები