“ჩემი თვალით მყავს ნანახი ადეიშვილი იმ განცხრომის მომენტში, როდესაც ბერიასეული ღიმილით უყურებდა პატიმრის წამებას“

„პირადად ჩემი თვალით მყავს ნანახი ადეიშვილი იმ განცხრომის მომენტში, როდესაც ბერიასეული ღიმილით უყურებდა პატიმრის წამებას“, – აცხადებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში სულხან მოლაშვილი ციხის ბუნტის ფაქტებს იხსენებს და ადეიშვილთან ერთად ხათუნა კალმეხელიძისა და ბაჩანა ახალაიაზე საუბრობს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულები ბოლო 50 წლის ყველაზე დიქტატორულ მმართველობებს შორისაც კი, ანალოგს ვერ პოულობს.
„პირადად ჩემი თვალით მყავს ნანახი ადეიშვილი იმ განცხრომის მომენტში, როდესაც ბერიასეული ღიმილით უყურებდა პატიმრის წამებას. საკუთარი თვალით მყავს ნანახი ამ პროცესში ასევე ხათუნა კალმახელიძე და ბაჩანა ახალაია. ციხის ბუნტი რა იყო? რეზბალნიცის ყველა მაშინდელი პატიმარი დაადასტურებს, რომ ეს ბუნტი იყო ინსპირირებული. ჩვენს თვალწინს მოხდა უშუალოდ ბაჩო ახალაიასა და მისი თანმხლები პირების მიერ გიორგი ავალიანის სიკვდილამდე ცემა, რასაც რეზბალნიცის და მეხუთე საპყრობილის მიერ ხმაურიანი პროტესტის გამოხატვა მოჰყვა. ბუნტი ამას დაარქვეს. მერე გამოჩნდა, რომ ავალიანის ცემა მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო, რასაც ვითომ ბუნტი და ციხის შტურმი უნდა მოჰყოლოდა. იცოდნენ, რომ ახალაიას უწმაწური შეგინება ავალიანის მისამართით უპასუხოდ არ დარჩებოდა და ასეც მოხდა. დიდება მის მარჯვენას, ისეთი აწეპა ახალაიას, რომ ჰაერში ორი სალტო გააკეთა. ყველაზე მტკივნეული იცით, რა არის? არა ადეიშვილის, ან რომელიმე მისი მსგავსი კრიმინალის მიერ გაკეთბული რაიმე განცხადება, არამედ ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა სწორედ ამ კრიმინალების დასასჯელად მოიყვანა, დღეს ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“, როგორც წამყვანი ოპოზიციური პარტიის, შენარჩუნება ქვეყნის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ამ დამოკიდებულებით და გამოძიების ამ ტემპით სამართალი ნამდვილად ვერ აღდგება. თუმცა, ის მაიმედებს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულები ბოლო 50 წლის ყველაზე დიქტატორულ მმართველობებს შორისაც კი, ანალოგს ვერ პოულობს“, – აცხადებს სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები