სააკაშვილი – ოდესაში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი განთავსდება

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ოდესაში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის განთავსების შესახებ. „უნიანის“ ცნობით, სააკაშვილმა ამის შესახებ ოდესის რეგიონის სტრატეგიულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკვე ეწვია უკრაინის შეიარაღებული ძალების ფლაგმანს – „გეტმანი საგაიდაჩნის“.
„დღეს ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზღვაო ძალების შტაბი ოდესაში განთავსდება. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო მეზღვაურეებს საცხოვრებელი უნდა ჰქონდეთ. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ამისთვის შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთები გაიყიდოს, ხოლო ამ თანხებით აშენდეს საცხოვრებელი, სადაც მიწა შედარებით იაფი ღირს. „მიუღებელია, როდესაც სამხედროებს უწევთ გემზე ცხოვრება და ძილი, როდესაც ისინი საბრძოლო გასვლაში არ იმყოფებიან“, – ამბობს ოდესის გუბერნატორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები