ფეისბუქზე 13 ივნისს დაზარალებულთა დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფები იქმნება

ფეისბუქზე შექმნილია ჯგუფი მათთვის, ვისაც 13 ივნისს დაზარალებული მოქალაქეების დახმარება სურს. ჯგუფში “მოხალისეთა გაერთიანება კოორდინირებული დახმარებისთვის” გაწევრიანებული მოხალისეები პერიოდულად აქვეყნებენ ინფორმაციას დაზარალებულთა საჭიროებების შესახებ.
ჯგუფში გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია. ჯგუფის პოვნა სოციალურ ქსელში შემდეგი სახელწოდებით შეგიძლიათ – „№13 ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება“ (13 June – Volunteers). ასევე უკვე არსებობს ანგარიში „თი-ბი-სი“ ბანკში, სადაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი. თანხის გადარიცხვა ამ ანგარიშზე შეგიძლიათ – GE67TB1100000036082020.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები