„მოსახლეობის ასეთი თანადგომა და ორგანიზებულობა 9 აპრილის შემდეგ არ მახსოვს, მადლობა თითოეულ მათგანს“

საკრებულოს ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარე, ვაკის რაიონის დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი ვაკის რაიონის გამგებელს ლაშა აბაშიძეს და მოხალისე მოქალაქეებს მადლობას უხდის.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ახალგაზრდები საკუთარი სურვილით გამოცხადდენ ვაკის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის დასახმარებლად გახსნილ შტაბში და საოცარი ორგანიზებულობა გამოიჩინეს.
„მოსახლეობის ასეთი თანადგომა, ასეთი ორგანიზებულობა, რაც ვაკის გამგეობაში ხდებოდა, 9 აპრილის შემდეგ მე არ მახსოვს. ახალგაზრდობა საოცრად არის ჩართული მოსახლეობის დახმარების პროცესში. ეხმარებიან მათ საკვებით, ტანისამოსით, ფიზიკურად… მოტანილი ტანსაცმელი საოცრად ორგანიზებულად, საკუთარი სურვილით დაახარისხეს, ცალკე ბავშვების დაალაგეს, ცალკე ქალების და ცალკე მამაკაცების, შემდეგ ესენი შეფუთეს და დაურიგეს დროებითი განსახლების ადგილებში მყოფ მოსახლეობას. მე მინდა ამ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო. ბევრი რამ გააკეთა ასევე ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ. ვაკეს მართლა კარგი გამგებელი ჰყავს“,- აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები