“წყნეთის ქუჩაზე სავალალო მდგომარეობაა, სტიქიისთვის მცირე ნალექიც საკმარისია “

მცირე ნალექის შემთხვევაში შესაძლებელია, სტიქიური უბედურება განმეორდეს. რისკი განსაკუთრებით მაღალია წყნეთის ქუჩაზე. აღნიშნული განცხადება „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოში ვაკის რაიონის დეპუტატმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაკის ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ზონები არაერთია. გამორეცხილია კორპუსის საძირკველი. მდინარის ნაკადი იმ ადგილს ეჯახება და რეცხავს ყველაფერს. ასევე არის თვითნებურად აშენებული შენობები, რომლებიც გადაკიდებული იყო და ჩავარდნის საშიშროება იყო, არ უნდოდათ შენობის დატოვება, მაგრამ, გამოვიყვანეთ.
„წყნეთის გზა მთლიანად აღსადგენი იქნება. თბილისი-წყნეთის მიმართულებით საკმაოდ ბევრი მეწყერი ჩამოწვა. ტერიტორია გაწმენდილია, თუმცა, საშიშროება ძალიან დიდია, მცირე ნალექის შემთხვევაშიც კი რისკი დიდია. ახალდაბის მიმართულებით გზა საერთოდ არ არსებობს. სპეციალისტები ფიქრობენ, გზის გაწმენდა ღირს თუ თავიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი“, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები