ნოდარ ჯავახიშვილი: წყნეთი-ბეთანიის გზაზე დროებითი ხიდი აიგება

 რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა წყნეთი-ბეთანიის მეწყერისგან წაღებული გზის მონაკვეთზე ინფორმაცია პრემიერმინისტრს მიაწოდა. როგორც ჯავახიშვილმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, წყნეთი-ბეთანიის გზაზე დროებითი ხიდი აშენდება.

“წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჯერჯერობით დაუდგენელია, რამხელა მონაკვეთია გზის ჩავარდნილი. დროებითი ხიდის გაკეთება მოგვიწევს. სტიქიის შედეგად დაზიანებულია გაზის მილები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაც, თუ საღამოს კვლავ სერიოზული წვიმა იქნება,  მორიგეობა უნდა დავაწესოთ, რომ არ დაგროვდეს წყალი, იმიტომ, რომ ჩამოშლილი მიწის ნაწილი წაიღო ვერემ, ნაწილი – ადგილზეა დაგროვილი”, – განცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები