“სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი 40 მილიონამდეა”

„წინასწარი მონაცემებით მატერიალური ზარალი 40 მილიონამდეა ,“- ეს განცხადება სტიქიასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ფინანსთა მინისტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ზარალის სრულად დათვლამდე ფინანსთა სამინისტრომ 10 მილიონი ლარის ზარალის  ოდენობის თანხის  სამუშაოები უკვე წარმოადგინა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მისი უწყება მერიას ასევე გადასცემს ინვენტარს, რომელიც შემდგომში დაურიგდებათ დაზარალებულ ოჯახებს. ფინანსთა მინისტრის თქმით,  „ლიბერთი ბანკში“ ასევე გაიხსნება ანგარიში, რომელზეც მოქალაქეებს დახმარების სახით თანხებს ჩაურიცხავენ.

როგორც ხადურმა აღნიშნა, მთავრობას სხვა ხარჯების შემცირება მოუწევს იმ ზარალის გამო, რაც სტიქიამ დედაქალაქს წუხელ მიაყენა.

“დღეს ჩვენ თბილისის მერიასთან ერთად ვიმუშავეთ. მე მქონდა მერის პირველ მოადგილეასთან, ვიცე-მერთან და მერის მოადგილეებთან საუბარი. დაახლოებით, 35-40 მილიონი დაგვიჯდება ეს სტიქია მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენ მოგვიწევს სხვა ხარჯების შემცირება იმისთვის, რათა ეს პრობლემა აღმოვფხვრათ”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები