დავით სერგეენკო: სტიქიის შედეგად დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო, მათ შორის 5 პაციენტი კლინიკაში რჩება

სტიქიის შედეგად დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო, ამ დროის მდგომარეობით, მკურნალობას მხოლოდ 5 პაციენტი გადის, რადგან სხვები გაწერილები არიან სამკურნალო დაწესებულებებიდან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 5 პაციენტის მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის.

„ძირითადად, საშუალო ხარისხის და მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს მრავლობითი ტრავმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაზიანებულთა შორის არც ერთი არასრულწლოვანი არ არის.“ – აღნიშნა მინისტრმა

რაც შეეხება გარდაცვლილებს, როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაბამისი მონაცემები იცვლება და საბოლოო მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები