სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარებიან

სტიქიის შედეგად გარდაცვლილი თითოეული მოქალაქის ოჯახს მთავრობა 10 ათას ლარს გამოუყოფს,- აღნიშნული დავალება კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს მისცა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-ია თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები