ექსპერტი მშენებლობის საკითხებში: ეს ესტაკადა რომ არ ყოფილიყო, ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა

მშენებლობის საკითხებში ექსპერტ ირაკლი მასხარაშვილის შეფასებით, გმირთა მოედანზე ესტაკადა რომ არ ყოფილიყო, სტიიქიით მიყენებული ზიანი გაცილებით მცირე იქნებოდა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მიერ გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ექსპერტი აცხადებს, აღნიშნული ესტაკადით მდინარე ვერეს დინების განადგურება მოხდა, რისი შედეგიც უკვე სახეზეა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ გმირთა მოედანზე განთავსებული ესტაკადის პროექტის ექსპერტიზა აუცილებელია.

„ეს ესტაკადა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯი. რა პროექტის მიხედვითაც ის გაკეთდა ამის ექსპერტიზაა სასწრაფოდ საჭირო. პირველი მიზეზი, რომ მოხდა მდინარის დინების განადგურება, მეორე აგრესიული გახადეს მდინარე. მდინარე ვერეს ჩასვლა ამ გვირაბებში პირველი დანაშაულია. პირადად მე, ამ პროექტის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ზოგადად კი, ეს ესტაკადა სატრანსპორტო კეთილდღეობის მომტანი არ გამხდარა. ის, რაც დღეს მოხდა ამხელა ზიანის მომტანი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს ესტაკადა“,- განაცხადა მასხარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები