დავით ბაქრაძე: ხელისუფლებას ვთავაზობ, თბილისელების დასახმარებლად შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, კიევში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ბათუმიდან დედაქალაქში დაბრუნდა. დავით ბაქრაძე სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს და უთანაგრძობს მათ.
„შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით. ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს. სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა… ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო – ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის – ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად”, – აცხადებს ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები