დავით ნარმანია: ოპონენტების მიერ გაკეთებული გვირაბი და ვიწრო გზა გახდა სწორედ უბედურების მიზეზი

ოპონენტების მიერ გაკეთებული გვირაბი და ვიწრო გზა გახდა სწორედ უბედურების მიზეზი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დამხმარეების ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად ადგილზე მოვიდა, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტერიტორია გაიწმინდოს. ნარმანია დახმარების მსურველებს მადლობას უხდის და მოუწოდებს, აღარ მოვიდნენ გმირთა მოედანზე და სახლიდან ადევნონ თვალი მოვლენებს.
„მოხალისეების რაოდენობა სრულიად საკმარისია. ამიტომ, საზოგადოებას მოვუწოდებ, დარჩნენ სახლებში, ნუღარ შემოუერთდებიან და იქიდან ადევნონ თვალი. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს გუნდი იმუშავებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს თანამშრომლებს, რათა სრულიად გაიწმინდოს ტერიტორია, რის შემდეგაც ზუსტი ზარალის დათვლას შევძლებთ. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამჟამად ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა. დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სასტუმროებში გადავიყვანეთ. რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, სწორედ მათ მიერ უაზროდ გაკეთებული გვირაბი და ვიწრო გზა გახდა ამ უბედურების მიზეზი. კვლევის ჩატარებას ვაპირებთ და ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები