გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, ნარმანიას თქმით, მათი ნაწილი ისევ დაკარგულად ითვლება. თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
“ბოლო წუთის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ადამიანამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაჭერილი ის ცხოველებიც, რომლებიც ზოოპარკიდან გაიქცნენ. ამიტომ მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები