თბილისში მომხდარს ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ეხმაურება

 თბილისში წუხელ დატრიალებულ ტრაგედიას ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე- სპიკერი ხილიკ ბარი ეხმაურება და თბილისის მერს, დავით ნარმანიას მოქალაქეთა დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.
“დიდი გულისტკივილით შევიტყვე თბილისში მომხდარის შესახებ. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს. მეგობარ ქვეყანას და ქალაქს მომხდარის გამო. ამ მძიმე წუთებში გვიგულეთ თქვენს გვერდით. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან და მის ხელმძღვანელთან, იციკ მოშესთან, რომელიც გვერდში უდგას დედაქალაქის მერიას. მივესალმები საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის აქტივობას, რომელიც, როგორც ყოველთვის, წარმოადგენს ჰუმანიტარულ და ნამდვილი ისრაელის სახეს”, _ ნათქვამია ხილიკ ბარის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები