კრაკოვში “თბილისის დღეები” გრძელდება

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში „თბილისის დღეები“ გრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კრაკოვში იმყოფებიან; თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი. ”თბილისის დღეების“ ფარგლებში გაიმართა თანამედროვე საბალეტო წარმოდგენა „ჰარირა“, „ქართული ხმების“ შესრულებით ფოლკლორული სიმღერის კონცერტი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: რეზო კეზელის, იური მეჩითოვის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინა კიღურაძის, ანა ლორთქიფანიძის და ვახტანგ ხეთაგურის ფოტო ნამუშევრები. „თბილისის დღეები“ 14 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები