საქართველოს მოქალაქეს არადეკლარირებული თანხა – 14 600 დოლარი და 5 160 ევრო აღმოაჩნდა

საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეს არადეკლარირებული თანხა აღმოუჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვ.ო.-ს ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა – 14 600 დოლარი და 5 160 ევრო აღმოაჩნდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, ვ.ო.-ს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები