„უკანალისკენ მიგვაქანებენ თუ უკანალშია ჩვენი ადგილი“

  „უკანალისკენ მიგვაქანებენ თუ უკანალშია ჩვენი ადგილი“ , – ამ შეკითხვით მიმართავს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საზოგადოებას და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი აცხადებს, ქუთაისელები თბილისელებს საცემად დასდევენ, ყველაზე რეიტინგული ტოქშოუს წამყვანი კი ეთერს „აიდი- ბარათებს“ და მიხეილ ხუბუტიას ტრიბუნას უთმობს.
„ქუთაისელები თბილისელებს საცემად დასდევენ, ვიღაც გოგო ლამის ჩაქოლონ იმიტომ, რომ ორალური სექსი ახსენა, ყველაზე რეიტინგული ტოქშოუ აიდი-ბარათების მავნებლობაზე მსჯელობს და ხუბუტიას აძლევს ტრიბუნას… ჩემი შეკითხვა: უკანალისკენ მიგვაქანებენ შეგნებულად თუ უბრალოდ უკანალშია ჩვენი ადგილი და უბრალოდ რაღაც პერიოდი ილუზიებში ვიყავით?
P.S. მესამე ვარიანტი თუ გაქვთ, მითხარით“, – წერს თორნიკე შარაშენიძე.

1612611_717073744981788_1523842198_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები