მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქართველი კანონიერი ქურდები – ბაგრატ ფანცულაია, მეტსახელად „მარატ სუხუმსკი“ და ირაკლი ყალიჩავა – მეტსახელად „ირაკლი სუხუმსკი“ დააკავეს. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო წარმოების, შეძენის, შენახვის, გადატანის, გადამუშავების მუხლით.
მანამდე, 8 ივნისს მოსკოვის სამართალდამცველმა ორგანოებმა კიდევ ერთი კანონიერი ქურდი – თბილისელი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად „თეკო“ დააკავეს. მას ჩხრეკისას ჰეროინი აღმოაჩნდა.