მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “თავისუფალი საქართველოს” სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ძმასთან – ნუგზარ დუმბაძესთან ერთად, მერაბ ღოღობერიძეს თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რამდენიმე დღის წინ მერაბ ღოღობერიძემ მურმან დუმბაძის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მერაბ ღოღობერიძეს დუმბაძის ბიჭი თავდასხმით ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები