სააპელაციო სასამართლომ ლევან კორტავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
სააპელაციო სასამართლომ ლევან კორტავას საქმეზე ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ბრალდებულები სასამართლომ ზოგიერთ ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს დაცვის მხარე. ადვოკატები სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.
24 წლის პატიმრის დაღუპვის გამო კიდევ ერთი პროცესი გეგუთის ციხის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორების წინააღდეგაც მიმდინარეობს.