აფხაზური მედია ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ეხმაურება

აფხაზური სააგენტო „სპუტნიკი“ ოდესის გუბერნატორად დანიშნულ მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: „ახალი უკრაინელები ქართული აქცენტით“.
სტატიის ავტორია ნათელა აკაბა, რომელიც ამბობს, რომ ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა პეტრო პოროშენკომ იმის გამო გადაწყვიტა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას კიევში პრობლემებს უქმნიდა.
ნათელა აკაბას რუსულ მედიაში გავრცელებული ვერსიებიც მოჰყავს და ამბობს, რომ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ხელმძღვანელად აშშ-თან შეთანხმებით მოხდა და ვაშინგტონს იქ ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება სურს. პირველ რიგში კი, ეს საკადრო გადაწყვეტილება, აფხაზი ექსპერტის აზრით, იმით არის გამოწვეული, რომ პოროშენკოს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. რაც შეეხება პოროშენკოს განცხადებებს ოლიგარქებთან ბრძოლის და კორუფციის დამარცხების სურვილის შესახებ, ამის მოსმენა, აკაბას თქმით, ძალზე უცნუარია პეტრო პოროშენკოსგან, ადამიანისგან, რომელიც თავადაც არის უკრაინელი ოლიგარქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები