გიორგი ოქროპირიძის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების აცილებას ითხოვდა. ბარლდებული გიორგი ოქროპირიძე პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას სურს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
“მე მოვითხოვ, ნაფიცებმა განიხილონ ჩემი საქმე. რაც შეეხება ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის ხელმოწერებს, ოქროპირიძის ბედი არ უნდა წყდებოდეს მრგვალ ბაღში გამართულ აქციებზე”,-განცხადა ოქროპირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები